22:03 - 08 Jul, 2026
|
2020-12-08 09:47:37, 1163 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი - კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომები ზამთრის გადასატანად საკმარისი არ იქნება
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ზამთრის გადასალახად საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც მერკელი აღნიშნავს, ქვეყანაში ზომების გამკაცრებაა საჭირო. „სიტუაცია ძალზე სერიოზული ხდება: ეს ზომები არ იქნება საკმარისი ზამთრის გასატანად“, - განაცხადა მერკელმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას. ცნობისთვის, გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. მსუბუქი ლოქდაუნი ამოქმედდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 200 006 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გარდაცვლილთა რიცხვი 19 539-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)