2020-12-07 17:03:37, 584 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება არ იგეგმება
განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა არ იგეგმება.
„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ და ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათ არჩევანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან