2020-12-07 12:33:18, 1128 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ექიმების გარეშე არ დავრჩებით
„ექიმების გარეშე ჩვენ მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე ექიმების 6.5%-ია ინფიცირებული, რაც ცუდი შედეგი არაა.
„ექიმების გარეშე ჩვენ მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით, ვინაიდან ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი დღეს საქართველოში არის 6.5% რამდენადაც მე ვიხსენებ. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა 11%-ზე მეტი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარეობს. ექიმების გადამზადების კუთხით ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და ექიმების 90%“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან