22:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 15:04:12, 1332 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ - მოლდოვაში მმართველობა უნდა შეიცვალოს და ერთადერთი გზა ამისთვის საპარლამენტო არჩევნებია

"მოლდოვაში მმართველობა უნდა შეიცვალოს და ერთადერთი გზა ამისთვის საპარლამენტო არჩევნებია", -  ამის შესახებ მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

ამის შესახებ, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამაზე ადრე სანდუმ მოლდოვის მოსახლეობას მიმართა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა. მთავარი მოთხოვნა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. თავის მხრივ ამ პროტესტში მონაწილეობას სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იღებდნენ.

მაია სანდუს მომხრეები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ მთლიანად გადაკეტეს მოძრაობა მოლდოვის დედაქალაქის ცენტრში და ასევე გზა პოლიციის მთავარ შენობასთან. მოსახლეობამ თან მიიტანა მოლდოვის დროშები, პლაკატები, რომელზეც პრემიერ იონა კიკუს და იგორ დოდონს კორუფციაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ შეგვიძლია ხალხთან ერთად გავაჩეროთ ეს მმართველობა მხოლოდ ერთი გზით - ჩავატაროთ დაჩქარებული წესით საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის მხოლოდ ერთი რამეა საჭირო - გადადგეს მმართველობა“, - აცხადებს სანდუ.

მისივე სიტყვებით, მოქმედი მმართველობა ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და ის ბოლომდე იბრძოლებს სანამ ქვეყანა განვითარების გზაზე არ დაბრუნდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics