22:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 14:42:02, 1420 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საფრანგეთის მიერ მიღებული რეზოლუცია კატასტროფაა და ამით შესაძლოა ევროპამ უარყოფითი შედეგები მიიღოს

„საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია კატასტროფაა და ამით შესაძლოა ევროპამ უარყოფითი შედეგები მიიღოს“, - ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს არავისთვის არ შეუტევია, ამ ქვეყანამ სრულიად ლეგიტიმურად და სამართლიანად დაიბრუნა ის ტერიტორიები, რომელიც სომხეთს ჰქონდა მანამდე დაპყრობილი.

„საფრანგეთის პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება „ეუთო/მინსკის“ მონაწილეობით სრული კატასტროფაა და ახალი სკანდალი წარმოქმნას ემსახურება.

აზერბაიჯანს არავისთვის არ შეუტევია, მან მხოლოდ საკუთარი მიწები დაიბრუნა და ეს სრულიად ლეგიტიმურ ჩარჩოებში განხორციელდა“, - აცხადებს ერდღანი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტზე ასეთი სახის შეტევა მიუღებელია.

„ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს, რადგან ეს ინიციატივა საკმაოდ საშიშია ზოგიერთი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა ასეთი მიდგომით მხოლოდ უარყოფით შედეგებს მიიღებს და უმჯობესია „ბრძოლის სისხლიანი და ბნელი პერიოდი“ სამუდამოდ წარსულში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ მოუწოდებს, პარასკევს მიიღეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics