2020-12-05 15:21:03, 625 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძის განცხადებით, არსებობს კონტურები, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს კონტურები, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს.
დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია - რიგგარეშე ან ახალი არჩევნები.
„არის ზოგადად გაფართოებული კონტურები, რომლებიც კიდევ ერთხელ საშუალებას მისცემს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ გადმოდგას ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს მოქალაქეებისკენ. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვა განსხვავებულ პოზიციებს, განსხვავებული პოზიციები რიგგარეშე ან ახალ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არ არსებობს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან