|
2020-12-04 18:32:39, 867 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა
„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აფასებს ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას. „ერთი კვირა გვაშორებს იქამდე, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, თუმცა ამას დრო გვაჩვენებს. უწყვეტად ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად მეტ პროგრესს მივაღწიოთ და ვიპოვოთ გამოსავალი. ბოლო 24 საათია, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარეს. ისინი ცდილობენ იმ პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ დისკუსიას უფრო მეტად წაწევს წინ, საერთო პლატფორმისკენ. ეს არის ის რასაც ველით. ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოთქმულ პრობლემებს გადაჭრის და ამავდროულად დავრწმუნდეთ რომ ქვეყანა შეძლებს კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს. ჩვენ, როგორც შუამავლები, ისევ პარტიების განკარგულებაში ვართ და ვნახავთ, მომდევნო დღეებში ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმის მოსმენა, თუ რა შეთავაზება აქვთ. ჩვენ მოვუსმენთ და გვექნება დისკუსია ამის საფუძველზე. ვნახავთ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვაფასებ ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას, რომელიც, ვიმედოვნებ, განსხვავებული პოზიციების დაახლოებისკენ არის მიმართული”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)