|
2020-12-04 16:53:05, 451 ნახვა
კომენტარი
გომელაური: 8 წელია შინაგან საქმეთა მინისტრის ოთახში იგივე რემონტია, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვერების შესყიდვა 112-ის შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირდება, ხოლო შესასყიდი ავეჯი განთავსდება გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში და განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის. „მე ვთქვი, რომ 112-ის სამუშაო რეჟიმი და ოპერატორთა ოდენობა თითქმის გავასამმაგეგთ, აპარატურა რომლის შესყიდვასაც ვაპირებთ ემატება, იმიტომ, რომ რაც გვქონდა ჩვენ საშუალება, იტვირთება და გადავწყვიტეთ სერვერები გავაძლიეროთ. ეს სერვერები 112-ში დაყენდება და ამაში რაღაცა საეჭვო და ისეთი კითხვები მე მგონი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ავეჯის შესყიდვას - ეს არის გურჯაანის პოლიციის ახალი შენობისთვის მაგიდები, სავარძლები, პოლიციელებისთვის და არა მინისტრის კაბინეტისთვის. მუხაში გაწყობილი არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივი სამორიგეოს მაგიდებია და არის სავარძლები. ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი, რომ ხან 400 000 ვიხდი ჩემს სავარძლებში და ა.შ. ჩემს კაბინეტში, სადაც მე ვარ დღეს, 2012 წელს როცა დავინიშნე მინისტრის მოადგილედ და ბატონ ირაკლისთან შევედი, მინისტრთან და ვნახე, იგივე ავეჯი დგას, იგივე რემონტია, არაფერი არ შეცვლილა ამ 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)