16:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 12:55:29, 657 ნახვა

საზოგადოება
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა და ხოლო 7 ობიექტი დაჯარიმდა.

მისივე ცნობით, აღნიშნული ობიექტები შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

„ამ დროის მონაცემებით, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ 16 733 ობიექტს. საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია, ხდება მისი მონიტორინგი პერიოდულად. გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორინგი, თუ რამდენად ნამდვილად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული.

რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში შემოწმებას, ის შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისის მასშტაბით 8 416 ობიექტი, იმერეთში 3 331, აჭარაში 2 454, ქვემო ქართლში 1 994, კახეთი 1 344, სამეგრელო-ზემო სვანეთი 1 851, შიდა ქართლი 1 277, გურია 689, მცხეთა მთიანეთი 428, სამცხე ჯავახეთი 741 და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 7“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics