|
2020-12-03 13:51:52, 527 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება
როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას - სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი მიმართულება და, პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს" - აღნიშნული სიახლე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო. მინისტრის თქმით, ეს იყო მოთხოვნა, რასაც ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. „გარდა ამ ახალი პროგრამისა, მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს - ეს არის უპრეცედენტო, საგადასახადო შეღავათები, 2021 წლის ქონების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებზე" - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი - 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, რომლის მომსახურებაშიც მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება რესტორნებს. „ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ეს ციფრიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სარესტორნე ბიზნესს. სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს ისარგებლოს ამ დახმარებით" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)