|
2020-11-30 11:40:51, 668 ნახვა
ეკონომიკა
ახალი ხედვის ტრავმატოლოგიური მაღაზია
კომპანია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და დღემდე ლიდერია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში - ეს “ახალი ხედვაა”, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლებსა და მათ კომფორტზე. ის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებსა და სერვისებს გვთავაზობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ახალი ხედვა” საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიითაა წარმოდგენილი, თან, არა მარტო თბილისში, არამედ - რეგიონებშიც. გარდა ამისა, თუ ფიზიკურ ლოკაციებზე მისვლას ვერ ახერხებთ, სასურველი ნივთი შეგიძლიათ ონლაინ, ძალიან მარტივად გამოიწეროთ: ამისთვის მხოლოდ ვებ-გვერდზე შესვლაა საჭირო. აირჩევთ პროდუქტს, იყიდით და უმოკლეს ვადაში სახლში მოგიტანენ. რა ტრავმატოლოგიური პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” მაღაზიაში? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, მოდით, განვიხილოთ რა შემთხვევაში გვჭირდება ტრავმატოლოგიური პროდუქტები. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგიცდიათ მოტეხილობა, ან სხვებისგან გსმენიათ ამ საკითხის შესახებ. ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილების ატანა შეუძლებელია, რადგან ძვლის მთლიანობა დარღვეულია და ხშირად ქირურგიული ჩარევის საჭიროება დგება. თუმცა, საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინაში ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს. ხარისხიანი პროდუქტებისა და პროფესიონალი ექიმების დახმარებით, ოპერაცია წარმატებით სრულდება და პაციენტიც სრულფასოვნად აგრძელებს ცხოვრებას. “ახალი ხედვა” კლინიკებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ფირფიტებსა და ჭანჭიკებს, რომლებიც ქირურგიული ჩარევის დროს გამოიყენება. მათი საშუალებით ძვალი მაგრდება და საიმედოდ ფიქსირდება, შედეგი კი გასაოცარია: მცირდება კუნთების ატროფიისა და სახსრების ჩაკეტვის რისკი. რაც მთავარია - პაციენტი მალევე იწყებს მოძრაობას. რა უნდა გაითვალისწინოთ ტრავმატოლოგიური პროდუქტების შეძენამდე? ტრავმატოლოგიური პროდუქტების შეძენამდე გირჩევთ, გაითვალისწინოთ ტრავმის სირთულე, რადგან პროდუქცია სხვადასხვა ზომისა და დიამეტრისაა. ყბა-სახისთვის კონმპანია Jiangsu-ს ფირმის წარმოების ტიტანის იმპლანტებია განკუთვნილი, რომელიც ზედა და ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობის ოსტეოსინთეზისთვის გამოიყენება. ნეიროქირურგიისთვის კომპანია Aerospine-ის წარმოების ხერხემლის და კისრის მალების საფიქსაციო ღეროსა და ჭანჭიკებს გირჩევთ, ხოლო ენდოპროტეზირებისთვის კი კომპანია Tipsan-ის ფირმის წარმოების იმპლანტებს, რომლებიც განკუთვნილია მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და მხრის სახსრისთვის.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)