00:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 16:39:49, 1051 ნახვა

მსოფლიო
ირანის პარლამენტი ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს

ირანის პარლამენტი ბირთვული საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის განხილვა 27 ნოემბერს ირანელი ბირთვული მეცნიერების სპეციალისტის მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის ფონზე ჩატარდა.

ბირთვული კანონპროექტი ურანის  20%-მდე გამდიდრებას ითვალისწინებს.  ამ მომენტისთვის ირანში ურანის გამდიდრება ნაცვლად შეთანხმებით გათვალისწინებული 3.37 %-ისა 4%-ზე მეტით ხდება.

დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ირანში, კერძოდ კი არაკში ბირთვული რეაქტორი აღდგება იმ ფორმით, როგორც ეს შეთანხმებამდე იყო. გარდა ამისა, დაიწყება კიდევ ერთი მსგავსი ობიექტის მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ირანში, თეირანის მახლობლად ბირთვული მეცნიერების სპეციალისტი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა მკაცრად დაგმო ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობა და ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და დაგმონ ეს „ტერორისტული“ ქმედება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics