01:11 - 09 Jul, 2026
|
2020-11-29 15:39:56, 966 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს
ბელარუსში სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დღეს ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა აქცია სახელწოდებით, „მეზობლების მარში“, „მეზობლურ ფორმატში“. გავრცელებული ინფორმაციით, მინსკის ცენტრში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და სპეცრაზმელების გარკვეული რაოდენობა. ასევე მინსკში დაიხურა 5 მეტროს სადგური და შეფერხდა ინტერნეტის მუშაობაც. აქცია მინსკის ცენტრის გარდა, გარეუბნებშიც მიმდინარეობს და მათ წინააღმდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოხდა რამდენიმე უმისამართო გასროლაც. ცნობისთვის, ბელარუსში მასობრივი აქციები 9 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილე ადამიანები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)