|
2020-11-28 17:26:34, 712 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - აბაშიძე უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს, რაც ქართული სახელმწიფოს სირცხვილია
აბაშიძე უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს, რაც ქართული სახელმწიფოს სირცხვილია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი ქცევა სირცხვილია. „ქართული სახელმწიფოს სირცხვილია. პრაქტიკულად უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს. ეუბნება, რომ ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტები ელიმინირებულია და ახლა რუსეთის მიმართ სიყვარულს არაფერი ემუქრება. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ამას აკეთებს შენი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი. მათი ჩამოყვანილია ის კარასინი, მათი დასმული იყო იქ. ამიტომ, ეს ფორმატი იმთავითვე მავნებლური იყო“, - განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ შეხვედრაზე, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)