2020-11-28 15:12:47, 639 ნახვა
პოლიტიკა
უგულავას განცხადებით, საზოგადოებას პროტესტის განსხვავებული ფორმით აჩვენებენ იმ აბსურდის, რასაც ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მეათე პარლამენტის პირველ სხდომაზე ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება.
უგულავას თქმით, სხვა ფორმით აჩვენებენ საზოგადოებას იმ აბსურდს, რასაც ერთპარტიული არჩევნები ნიშნავს.
„პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება, აქაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამო. ეპიდსურათის გათვალისწინებით ჩვენ ვთვლით, რომ სჯობს სხვანაირად გამოვხატოთ პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ხაზი გავუსვათ და ვაჩვენოთ საზოგადოებას კონტრასტი და მთელი სისავსით დავანახოთ ის აბსურდი, რასაც ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან