|
2020-11-27 13:31:20, 435 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო თათბირზე განიხილეს 2020 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხი. აღინიშნა, რომ რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები უკვე დასრულდა, ნაწილი პროექტებისა უახლოეს პერიოდში დასრულდება, მაგრამ რჩება ისეთი პროექტები, რომელთა დასრულება მოითხოვს მაქსიმალურ მობილიზებას, ტემპის დაჩქარებას. სამსახურის ხელმძღვანელებს მიეცათ კონკრეტული დავალება, მობილიზება გაუკეთონ არსებულ რესურსებს და მაქსიმალურად დააჩქარონ სამუშაოების მიმდინარეობა. თათბირზე განიხილეს აგრეთვე ვირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების განხორციელებაზე საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები. თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა 2020 წლის წარმატებით დასრულებაზე, 2021 წლის ამოცანებზე, ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადება-დამტკიცების პროცედურებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)