2020-11-26 22:27:23, 751 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის
„რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ისევ პირველ ადგილზეა, თუმცა უკვე სხვა სტატისტიკაში.
„ახლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, იმიტომ რომ რთული პერიოდია ქვეყანაში.
ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.
კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო კიბოს, ინსულტს, გადაასწრო მალარიას, ჰეპატიტს C-ს და B-ს სიკვდილიანობის სტატისტიკას.
ერთი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ“, - განაცხადა ამირამ გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,