|
2020-11-25 12:11:21, 656 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 31.86 მლნ ლარით გაიზარდა
2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 31.86 მლნ ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები). 2020 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.87 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.33 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.90 პროცენტული პუნქტით)“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)