03:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-22 17:40:23, 773 ნახვა

სამართალი
ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი - დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არ შეეფარდოს პატიმრობა

"დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არ შეეფარდოს პატიმრობა", - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომასალებში არანაირი ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების არსებობა არ დასტურდება. 

ადვოკატის შეფასებით ამის საფუძველზე არსებებობს შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.

"დღეს ლევან ზურაბაშვილს მხოლოდ ბრალი წარედგინა,რაც შეეხება იარაღის ნაწილს , ამ ნაწილში მას ბრალი მოხსნილი აქვს, რადგან მას იარაღი არ ჰქონია. 

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, აიღეს სუნის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ხვალ 11:00 საათიდან, 12:00 საათამდე გაიმართება. დავაყენებთ შუამდგომლობას, დაცვის მხარის მოთხოვნაა, რომ მას პატიმრობა არ შეეფარდოს. 

საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის ჩვენებები, სადაც არანაირი ზეწოლა არ ფიგურირებს და შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. 

გვაქვს ვიდეო მასალების ნაწილი, სადაც არანაირი დანაშაულებრივი ქმედებები არ ფიქსირდება და შესაბამისად ეს ნაწილიც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს", - აცხადებს ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ  მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც  ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics