|
2020-11-21 14:23:56, 54417 ნახვა
ხატია დეკანოიძე - ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ მეორე ტური
„ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ მეორე ტური“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონაწილეობას არ მიიღებ იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილს სურს. „არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია, რადგან ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას. არ ვიცი რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, მივმართეთ ოფიციალურად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მოვუწოდეთ ამომრჩეველს არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოვუცხადოთ. იმიტომ რომ არც ჩვენ და არც ამომრჩევლები მონაწილეობას არ მიიღებს იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომელიც სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)