2020-11-21 10:57:28, 1583 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევიდან 1 247 თბილისში, 742 აჭარაში და 609 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევიდან 1 247 თბილისში, 742 აჭარაში და 609 იმერეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,