22:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 19:01:16, 612 ნახვა

საზოგადოება
შეიკრიბონ პარლამენტარები და მიიღონ 3 კანონი - რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს

სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმართვა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს. აღნიშნული ვიდეომიმართვა ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული.

ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელს სამი მოთხოვნა აქვს. 

„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, 17:00 საათისთვის შეიჭრა, ის ადგილზე ნიღბის გარეშე იმყოფება, შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics