2020-11-20 17:10:29, 557 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების" ოფისსში, ბრიფინგზე განაცხადა.
„მე პირადად ოპტიმისტი ვარ, ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, თუ როგორ სურს ნახოს მომდევნო პარლამენტი, სადაც ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან