01:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 13:52:14, 1514 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით სამ მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ბრიუსელში კომისარმა კრიზისის მართვის საკითხებში, იანეზ ლენარშიჩმა განაცხადა, აღნიშნული თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გამოიყო.

„ევროკავშირი აგრძელებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დახმარებას. ჩვენ ვუგზავნით დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას მათ. მივესალმები რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ამის მიუხედავად, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იძულებით გადაადგილებული დაუცველი ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომლებსაც პანდემიასთან ერთად ზამთრის მძიმე პირობებთანაც მოუწევთ გამკლავება“, - განაცხადა ლენარშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 9 ნოემბერს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics