2020-11-19 11:51:36, 794 ნახვა
რეგიონი
ლანჩხუთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 2 ადამიანი
ლანჩხუთში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
„მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შემთხვევას მოჰყვა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაზიანებულია მხოლოდ ის კონკრეტული სახლი, სადაც მოხდა აფეთქება. შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის, დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,