00:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 18:02:58, 640 ნახვა

რეგიონი
ეკომიგრანტმა ოჯახებმა სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები შეიძინეს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდება.

რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.

პროგრამის ბიჯეტი 2 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

მიმდინარე წელს საცხოვრებელი ჯამში შეიძიან 40–მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.

საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრო.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 482-მა ოჯახმა შეიძინა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics