01:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 17:37:03, 565 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია

„როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდობაა კითხვის ნიშნის ქვეშაა, არის ერთი გამოსავალი, ახალი არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება როგორ აშშ-ს საელჩო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი.

„ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირდა, რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება როგორ აშშ-ს საელჩო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი.

ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტია, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა არაა ქუჩაში გასვლა და დესტაბილიზება, მაგრამ იმ ხარისხის დარღვევებმა, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ამიტომ გამოსავალი არის ერთი ნებისმიერ დემოკრატიაში როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდობაა კითხვის ნიშნის ქვეშაა, არის ერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics