04:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 17:16:36, 841 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10192 ლარის ოდენობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics