|
2020-11-17 17:45:51, 675 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა ICMA-ს ევროპული განყოფილების ხელმძღვანელ პიტერ აგისთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით „საერთაშორისო ქალაქების/რაიონების მართვის ასოციაციის“ (ICMA) ევროპული განყოფილების ხელმძღვანელ პიტერ აგი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. პიტერ აგი ვიზიტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე USAID-ის პროექტის პერსპექტივებზე, ICMA-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. დავით შერაზადიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის გამოცდილებას. ბოლნისის მერმა პიტერ აგის ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევბზეც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. „მოხარული ვარ, რომ დღეს ბატონ პიტერ აგის ვუმასპინძლეთ. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, ადგილობრივ არასამთავრობო და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციასთან. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის დახმარებით ჩვენთან ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კი ბოლნისის მუნიციპალიტეტს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები აქვს, ეს კი მუნიციპალიტეტში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხს კიდევ უფრო აძლიერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ჩვენ ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)