|
2020-11-17 14:55:37, 4421 ნახვა
ომი უკრაინაში
„აზიის განვითარების ბანკი“ Covid-19-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20.3 მლნ დოლარს გამოუყოფს
„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) კორონავირუსის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად. ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება, შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს. „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად კარგად იმუშავა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხური უსაფრთხო, ეფექტური და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვოჩონგ უმმა. მისივე თქმით, აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება. ამასთან, ADB ტექნიკურ დახმარებას UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს, რომელსაც COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა სააგენტოებთან კოორდინაციის საშუალებით გეგმავს. აღნიშნული თანხიდან 20 მილიონ აშშ დოლარს აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300 000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)