00:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 11:41:39, 510 ნახვა

საზოგადოება
ვოლვომ ყველაზე ექსტრემალური ქრაშ-ტესტი ჩაატარა

ვოლვომ ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური და მნიშვნელოვანი ქრაშ-ტესტი ჩაატარა, ავტომობილები 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო და ტესტის მეშვეობით ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ექსტრემალური სცენარების იმიტაცია გახადა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტესტირებისას ათი სხვადასხვა მოდელის ვოლვო რამდენჯერმე ჩამოაგდეს ამწედან. ვარდნის დაწყებამდე „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ინჟინრებმა ზუსტი გათვლები გააკეთეს, თუ რა ძალა დასჭირდებოდა თითოეულ ავტომობილს დაზიანების სასურველი დონის მისაღწევად.

„ჩვეულებრივ, ავტომობილების ტესტირებებს ვახდენთ მხოლოდ ლაბორატორიაში, პირველად მოხდა, რომ ავტომობილები ამწედან ჩამოვაგდეთ. ჩვენ ვიცოდით ტესტის შემდეგ უკიდურეს დეფორმაციას დავინახავდით და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ სამაშველო ჯგუფისთვის მუშაობის რეალური გამოწვევა მიგვეცა. ჩვენ მრავალი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შვედეთის სამაშველო სამსახურებთან, რადგან საერთო მიზანი გვამოძრავებს - გავხადოთ გზები უფრო მეტად უსაფრთხო. ვიმედოვნებთ, რომ არასდროს არავის მოუწევს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოცდა, მაგრამ ყველა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვნერგავთ უსაფრთხოების ახალ მეთოდებს, რომ შევძლოთ მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევის ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა ჰაკან გუსტაფსონმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics