|
2020-11-16 13:01:17, 681 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო. ,,ბათუმში აქტიურად შენდება და ძალიან მალე დასრულდება განათლების და მეცნიერების ქალაქი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარეთ კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც. დღეს გამორჩეული დღეა, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქში, რეგიონში ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, როგორც სკოლამდელი, ასევე წინა საუნივერსიტეტო პროგრამების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდები იმ ხარისხის მიხედვით იღებდნენ განათლებას, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო და გლობალურ ბაზრებზე. განსაკუთრებით მახარებს კერძო სექტყორის აქტიურობა, მათი დაინტერესება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ბათუმი ვითარდება არა მხოლოდ სამშენებლო ტურისტული მიმართულებით, არამედ განათლებასაც დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა", - განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ. ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი" შპს „ანაგი განათლებასთან" ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)