2020-11-16 12:24:05, 615 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ფონზე მეორე ტურის გამართვა სირცხვილია
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 31 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეორე ტურების ჩატარება სირცხვილია.
მისი თქმით, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. მართლაც სირცხვილია, ამ ქვეყანაში იმ ფონზე რა არჩევნებიც ჩატარდა, კიდევ მეორე ტურები გაიმართოს. ვისთვის მართავენ? საკუთარი თავისთვის თუ მართავენ ამ მეორე ტურებს არ ვიცი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს მოლაპარაკებებია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,