23:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 13:16:55, 627 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია

"კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია", - ამის შესახებ "ენმს" ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე კონკრეტული შედეგი ექნება.

"31 ოქტომბრის შემდეგ რა გეგმაც გვქონდა ზუსტად იმ გეგმით მივდივართ. ეს არის მასობრივი პროტესტი, ეს არის ქუჩის აქციები და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები საჭიროა, თუ ამას რაიმე შედეგი ექნება.

ჩვენ მოლაპარაკებებში იმიტომ არ შევდივართ, რომ მხოლოდ ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგს და კონკრეტულ წინადადებს ხელისუფლებისგან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ერთადერთ გამოსავლად შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, მივიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ოპოზიცია, საპარლამენტო "არჩევნები 2020-ის", შემდეგ აქციებს მართავს და შედეგებს სამართლიანად არ სცნობს.

მათი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან თუ "ქართული ოცნება" სასურველ კომპრომისებზე წავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics