23:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 11:48:51, 528 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის

„თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველო დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალიანსა და პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

მზად ვართ  საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებაში დავეხმაროთ. 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ამ პროცესში საქართველოს ხალხი აქტიურად მონაწილეობს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაძლებლობას,  რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შემოჭრას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დაბოლოს, სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობის შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics