23:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 17:36:55, 556 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მანქანა აპირებს, სამართლებრივი პროცედურების გარეშე გააფორმოს არჩევნების შედეგები

„კარგად ორკესტრირებული ქართული ოცნების მანქანა აპირებს, რომ ობიექტური სამართლებრივი პროცედურების გარეშე გააფორმოს არჩევნების გაყალბებული შედეგები“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ფაქტი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს ოფიციალურად გააფორმოს არჩევნების გაყალბებული შედეგები.

„ ცესკოც აპირებს, რომ ერთი ხელის მოსმით ამდენი საჩივარი განიხილოს რამდენიმე წუთში და და თქვას უარი და დღესვე გააფორმოს, რომ მეორე ტურები იქნება 21 ნოემბერს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს კოორდინირებული და კარგად ორკესტრირებული „ქართული ოცნების“ მანქანა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, ყველანაირი შანსის მიცემის გარეშე იურიდიული პროცესისთვის, რომ მართლა ყოფილიყო გადათვლა, უბნების გახსნა და განხილვა საჩივრების, დამთავრდება ასე რამდენიმე წუთში.

ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ქართულმა ოცნებამ და ცესკომ, რომ უარს ამბობს სერიოზულად განიხილოს საჩივრები და გაასწორის ის დარღვევბი და უარს ამბობს, რომ გადახედოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას“,  - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics