21:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 14:23:50, 378 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: უკრაინისგან ველოდებით პასუხს, ნამდვილად მიიღო თუ არა სააკაშვილმა მოქალაქეობა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც კი ქართული მხარე დარწმუნება, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მას კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მოქალაქობა შეუწყდება. 

წულუკიანის ინფორმაციით,  ქართული მხარე ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით  უკრაინის ხელისუფლებისგან  პასუხს ელოდება. 

„ჩვენ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს ნამდვილად მიიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა. ეს ალბათ ასეც არის, რადგან პოროშენკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა, უნდა გამოირიცხოს ყველანაირი რისკი, რომ ეს მოქალაქეობა ძალაში არ შესულა. ოდესის გუბერნატორი უცნაური განცხადებებით გამოირჩევა, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება არავის ძალუძს. ამიტომ, ჩვენ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მან მოქალაქეობა მიიღო და უკვე საბუთებიც აქვს, რა თქმა უნდა მას მყისიერად შევუწყვეტთ საქართველოს მოქალაქეობას, რადგან ასეთია ქართული კონსტიტუცია და ქართული კანონი“, - აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics