01:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 12:47:38, 565 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს მარკეტინგისა და ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარებიან

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებს ბიზნესის, ფინანსებისა და მარკეტინგის საფუძვლებში უფასო ტრენინგები ჩაუტარა. ახმეტაში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და თბილისში ჩატარებულ ტრენინგებს 70-მდე ფერმერი დაესწრო, რომლებმაც ბაზრების შესწავლა-შერჩევა, მონაცემთა აღრიცხვა და ბიუჯეტის შედგენა შეისწავლეს.

ტრენინგები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებს, რომ საკუთარი სასობლო-სამეურნეო აქტივობები წარმატებულ ბიზნეს მოდელად გარდაქმნან. მარკეტინგისა და ბიზნესის საფუძვლების ცოდნა მათ არა მხოლოდ შემოსავლის პოტენციალის ზრდაში დაეხმარება, არამედ იმ უნარების შეძენაშიც, რომლებიც აუცილებელია ბიზნესგეგმის შესადგენად და როგორც საგრანტო, ისე საბანკო საკრედიტო დაფინანსების მოსაპოვებლად.

ინტერაქტიული ტრენინგები, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა, მოიცავდა პრეზენტაციებს, ვიზუალურ დემონსტრაციებს, კითხვა-პასუხის სესიებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. FAO-ს პროექტების კოორდინატორის, ხავიერ სანს ალვარესის განცხადებით, სასწავლო მოდულები მიზნად ისახავს შემოსავლებისა და მოგების ზრდას ფერმერებისთვის, ასევე, მიწისა და სხვა რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას მწარმოებელთა მიერ.

„ქართველი ფერმერების მხარდაჭერა ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, მრავალგანზომილებიანია და მოიცავს როგორც კაპიტალური სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების დაფინანსებას, ისე ინოვაციური მეთოდებისა, თანამედროვე ცოდნისა დანერგვას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებას, წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ძლიერ ფერმერებსა და მწარმოებლებს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმები, რაც ასე მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics