|
2020-11-12 10:36:02, 405 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია - მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე მუშაობს. მანვე აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელში საერთაშორისო პარტნიორები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი მონაწილეობენ. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაწყებიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების პირველ რიგში როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების ასევე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ დავიწყეთ მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომლიც გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე. რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის ეს გახლავთ მოქალაქეები რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მხარდაჭერა. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები. უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ნათელი იქნება. ეს იქნება ჩვენი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)