|
2020-11-11 19:09:57, 603 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება. მანამდე გამოქვეყნებული პროგნოზით, მოსალოდნელი იყო საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 4.3 პროცენტამდე ზრდა. COVID-19 პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. შოკი, სავარაუდოდ, 2020 წელს მშპ-ს 5 პროცენტის შემცირებას გამოიწვევს. 2020 წლის ბოლოს ინფლაცია 3.5 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წელს, სავარაუდოდ, გაიზრდება 9.7 პროცენტამდე, 2019 წელს კი 5.4 პროცენტი იყო. წინასწარი მონაცემებით, შიდა მოთხოვნის სავარაუდო აღდგენა ივნისში დაიწყო. კერძო სექტორის საკრედიტო ზრდა კვლავ ძლიერი დარჩა, რასაც ნაწილობრივ მხარს უჭერს მთავრობის სუბსიდირება ლარით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე”, - აცხადებენ სავალუტო ფონდში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)