21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 13:19:39, 951 ნახვა

პოლიტიკა
Flyradar: საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა

საქართველომ რუსული სახმედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა, - ამის შესახებ რუსული სააგენტო „სოვა“ „Flightradar24”-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

როგორც აღნიშნული მონაცემებით იკრვევა, ფრენები მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელდა.

ამასთანავე „სოვა“ იუწყება, რომ 10 და 11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაადგილოდებოდა რუსული მძიმე ტრანსპორტი, რომელიც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაემართა, შემდეგ კი, უკან სომხეთში დაბრუნდა.

ფოტომასალის მიხედვით, თვითმფრინავი ერთ შემთხვევაში მოზდოკიდან გაფრინდა, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო ბაზა მდებარეობს. მეორე შემთხევვაში კი, ულიანოვსკიდან, სადაც 235-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკი მოქმედებს ვოსტოჩნის აეროპორტის ბაზაზე.

როგორც ცნობილია, ულიანოვსკიდან სამშვიდობოებს ყარაბაღში აგზავნიან.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მხიედვითაც მხოლოდ 10 ნოემბერს, მინიმუმ ექვსი თვითმფრინავი ჩავიდა აღნიშნულ ბაზაზე, სადაც სამშვიდობოები იმყოფებოდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics