2020-11-10 11:08:07, 1814 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან 1 130 თბილისში, 653 აჭარაში, 463 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 130 შემთხვევა თბილისში, 653 აჭარაში, 463 კი იმერეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან