11:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 13:44:25, 532 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა 22:00 საათის შემდეგ ყველასთვის კანონი მოქმედებს

„აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა 22:00 საათის შემდეგ მოქმედებს კანონი ყველასთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონი ეხება ყველას და მის დარღვევას შესაბამისი რეაგირება  მოჰყვება.

„აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, 22:00 საათის შემდეგ მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რეაგირება მოჰყვება შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს. აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics