01:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 12:47:12, 451 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, მეხილეობის მიმართულებით ახალი წიგნი გამოსცეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების, ზვიად ბობოქაშვილის და ელენე მაღლაკელიძის ავტორობით, წიგნი „საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“ გამოიცა. ნაშრომი საქართველოში შემოტანილი ხეხილის 71 პერსპექტიულ ჯიშზე ინფორმაციას მოიცავს და მასში ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, კაკლის, გარგარის, ბლის, ალუბლის და ნუშის ჯიშების ბიოლოგიური თვისებები და სამეურნეო მახასიათებლებია აღწერილი.

წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში გამოიცა, მასში მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებია შეჯამებული. წიგნის აქტუალურობა ბოლო 20 წელიწადში საზღვარგარეთიდან ხეხილის უამრავი ჯიშის შემოტანამ განაპირობა. მეხილეობის კვლევის სამსახური აგრძელებს კვლევებს, 2021 წლისთვის, უკვე შემდეგი 70 ჯიშის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია.

წიგნი განკუთვნილია როგროც მოყვარული მებაღეებისთვის, ასევე პროფესიონალი მეხილე-ფერმერებისთვის, სტუდენტებისა და აგრო-კონსულტანტებისთვის. ავტორებმა ნაშრომი მათ პედაგოგებს, მეხილეობის დარგის ქართველ მეცნიერებს, მიხეილ ვარძელაშვილს და შარდენ ახვლედიანს მიუძღვნეს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკებსა და  აგრარული მიმართულების უნივერსიტეტებში, ციფრული ვერსია კი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics