|
2020-11-08 17:36:11, 604 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციის მოთხოვნებზე - აბსურდულია და სერიოზულად არც ვუყურებთ
სერიოზულად არც ვუყურებთ, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის სამ მოთხოვნას. მისი თქმით, ოპოზიციის უფლებაა კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და დააყენონ აბსურდული მოთხოვნები. „ოპოზიციამ მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 6 ათასი ადამიანია შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს - მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო, არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია. ამიტომ, ისევ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, თუ უნდათ პროტესტი გამოხატონ ამის უფლება ექნებათ. თუმცა, იმედი მაქვს, მალე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაუბრუნდებიან ჯერ საარჩევნო რეჟიმს და შემდეგ საპარლამენტო ცხოვრებას. მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა კახიანმა. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს: გადადგეს თამარ ჟვანია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)