|
2015-09-23 20:58:22, 362 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი: პრემიერ-მინისტრის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, მუდმივი წევრები რამდენიმე დღით ადრე იყვნენ ინფორმირებული. ამის შესახებ იმერლიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ დასწრებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გრაფიკს თავად არ ადგენენ. „აგერ უკვე მესამე დღეა მთელი პრესა ამ თემაზე საუბრობს.შესაბამისად,რამდენიმე დღით ადრე ნამდვილად იყო შეტყობინება გაგზავნილი უშიშროების საბჭოს წევრებისთვის, მაგრამ პრემიერ-მინისტრის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ“ - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. იმერლიშვილის განმარტებით, სამხედრო ძალების რიცხოვნობის დამტკიცების თაობაზე, უშიშროების საბჭოს წევრების კვორუმი ორი მესამედითაა განსაზღვრული. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განხილულ საკითხებს ყველა დაეთანხმა, საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტს მას შემდეგ გადაუგზავნიან, რაც დოკუმენტს ხელს საბჭოს რვა წევრი მოაწერს. "სხდომა იყო 3 საკითხთან დაკავშირებით.საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და დეტალურად განვიხილეთ საფრთხეების დოკუმენტი,გავიარეთ ყველა სცენარი,ხვალ უკვე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოზე შევიკრიბებით უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც იმუშავა ამ საკითხზე და გავცემთ თანხმობას უშიშროების საბჭოს გავლის შემდეგ,რომ მთავრობაზე გადაიგზავნოს დასამტკიცებლად.მოგეხსენებათ,ამ დოკუმენტს მთავრობა ამტკიცებს და იგი საიდუმლოა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს,კვორუმი ნამდვილად განსაზღვრულია 2/3-ით სამხედრო ძალების დამტკიცების თაობაზე.აღნიშნულის თაობაზე ვახტანგ კაპანაძემ და თინა ხიდაშელმა გააკეთეს მოხსენება.რაოდენობა იქნება იგივე.გადაეგზავნება პარლამენტს გადაწყვეტილება,ოღონდ ეს გადაწყვეტილება ამ სხდომაზე არ იქნება მიღებული. ვინც დღეს ესწრებოდა,ყველანი დაეთანხმნენ,თუმცა მე,როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, დამევალა ამ გადაწყვეტილების უკვე პროცედურულად გაფორმება.როცა 8 წევრი მოაწერს ხელს ამ გადაწყვეტილებას,მაშინ გადაეგზავნება პარლამენტს. დღეს არ განხილულა ბიუჯეტის პროექტი,შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი 1-ელ ოქტომბრამდე იქნება მთავრობის მიერ გადაგზავნილი პარლამენტში თანდართულ დოკუმენტებთან ერთად",-განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწერებია.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)