19:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:00:19, 695 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, ქართველი ხალხი ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს

„ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, ქართველი ხალხი ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა, არის ქვეყნის მომავლის დანგრევა.

„ქართულ პოლიტიკაში, სადაც დღემდე პოლიტიკოსები იბრძნოდნენ და იბრძვიან საკუთარი სკამებისთვის, შემოსავლებისთვის, მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზე, უარი თქვა ამ შენობაში შესვლაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება უსამართლოდ დაიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს. ის რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ არის ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა.

ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის, თქვენ ხართ რიცხვები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, ერთი უდრის სამს, ოთხი უდრის ცხრას, ეს ხართ თქვენ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ერთი არ უდრის სამს, ოთხი არ უდრის ცხრას და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics