|
2020-11-06 12:06:29, 534 ნახვა
ეკონომიკა
„ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და მომზადდება ტყის მართვის გეგმა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და მომზადდება ტყის მართვის გეგმა. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა. პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს. პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები. პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში. პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)