|
2020-11-05 16:05:57, 647 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სსფ-სთან მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება როგორც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის სტრუქტურაზე. „2021 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა აგებულია კვლავ ორ ძირითად მიმართულებაზე. ერთი, კვლავ მიმართული იქნება კოვიდ 19-ის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ, მეორე იქნება ფისკალური სტიმული და ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ, როგორც ყველას, იმედი გვქონდა, რომ მომავალი წელი მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა პოსტკრიზიული წელი და შესაძლებლობა იქნებოდა საუბარი ეკონომიკის უფრო მეტ სტიმულირებაზე, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ჩვენ გვექნება, პრაქტიკულად, ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ თანხები მიიმართება იმ ზიანის კომპენსაციასა და შემსუბუქებაზე, რასაც კოვიდი ყოველდღიურად გვაყენებს და ამავე დროს, გაგრძელდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტში გაგრძელდება. „ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა იქნება დეკემბერში, პარლამენტში, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან ჩვენი ოპონენტები, მათი პასუხისმგებლიანი ნაწილი მაინც”, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)