15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 12:32:32, 517 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70,000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა.

საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ბიზნესი. საკალმახე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას თბილისის საცალო მაღაზიებსა და ნიკორაში ახდენს.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტში დასაქმებულებს და აგრობიზნესებს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას “, -  განაცხადა „საქართველოს ბანკის“  საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა,





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics